მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის”

“ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის”

ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მან ხაზი გაუსვა, რომ განხორციელდება პროექტები, რომლებიც პირდაპირ აისახება მოქალაქეების შემოსავალზე და მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადგილზე უფრო საინტერესო პროექტები განვახორციელოთ, რომელიც იქნება მიმართული, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, არამედ პროექტები, რომლებიც პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავალზე და მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.

კომენტარები