მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ადიდებულმა მდინარეებმა სოფელ გლოლაში პრობლემები შექმნეს

ადიდებულმა მდინარეებმა სოფელ გლოლაში პრობლემები შექმნეს

ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში მდინარეები – ბოყოსწყალი, ილინე და ბუბაურა ადიდდა.

ბოყოსწყალმა დააზიანა სოფლის გაღმა უბანში წყალსადენი სისტემა, აგრეთვე საცხოვრებელი სახლი და მისი საკარმიდამო-ნაკვეთი.

მდინარე ილინემ გაანადგურა გორიბოლოს არსებული წყლის სისტემა და საფრთხე შეუქმნა საგლოლოზე არსებულ საავტომობილო ხიდს.

შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისია და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

კომენტარები