მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ავანგარდის სასაფლაოზე ავტობუსები საათში ერთხელ მოძრაობენ, 5 ლარზე ნაკლებად ტაქსი იქ არ მიდის, ხალხის ძარცვა ქვია ამას”

“ავანგარდის სასაფლაოზე ავტობუსები საათში ერთხელ მოძრაობენ, 5 ლარზე ნაკლებად ტაქსი იქ არ მიდის, ხალხის ძარცვა ქვია ამას”

“ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის ირაკლი კიკვაძის ინფორმაციით, ავანგარდის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები საათში ერთხელ მოძრაობენ.

“ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია – შუბლის ძარღვი გვააქვს?

დღევანდელ დღეს ავანგარდის სასაფლაოზე ავტობუსები საათში ერთხელ მოძრაობენ. დამატებას ვინ ჩივის, ჩვეული გრაფიკითაც არ მუშაობენ. ხალხის ძარცვა ქვია ამას, 5 ლარზე ნაკლებად ტაქსი იქ არ მიდის და ავტობუსების ფაქტიურად გაჩერებით ათმაგს ახდევინებთ ხალხს. სხვა ხაზები კი ამ დროს ჩვეულად მუშაობენ…“, – წერს ირაკლი კიკვაძე სოციალურ ქსელში.

ქუთაისის მერაიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 24-25 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებდა.

კომენტარები