მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისელი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისელი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისელი ახალგაზრდა დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.

შეჯახების შედეგად დისტრიბუციის მანქანის მძღოლი დაიღუპა, მანქანაში მყოფი მისი ძმა კი დაშავდა, რომელიც ფოთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, მოზარდს დაზიანებების სახის არეში აღენიშნება და შესაბამისი კვლევები უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები