ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში.
“ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ გელათის ქუჩაზე ავტომობილების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები