მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ათენი-ქუთაისის რეისი გაუქმდა – მგზავრები 12 საათია, აეროპორტში იმყოფებიან

ათენი-ქუთაისის რეისი გაუქმდა – მგზავრები 12 საათია, აეროპორტში იმყოფებიან

ათენი-ქუთაისის რეისის მგზავრები 12 საათია, ფრენას ელოდებიან.

თავდაპირველად ფრენა უამინდობის გამო რამდენჯერმე გადაიდო, შემდეგ კი Wizz Air-ის წარმომადგენელმა მგზავრებს განუცხადა, რომ რეისი გაუქმდა და მათ სასტუმროში გადაიყვანდნენ, თუმცა რამდენიმე საათია, მოქალაქეები კვლავ აეროპორტში იმყოფებიან.

როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა “ინფო იმერეთს” განუცხადა, მათ ამ დრომდე ვერ ეუბნებიან, როდის შესრულდება რეისი.

ათენი-ქუთაისის რეისის მგზავრები, რომელთა შორის მცირეწლოვნები არიან, დახმარებას ითხოვენ.

კომენტარები