მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ალილო ქუთაისში – შობის მახარობლები ურმით და საგალობლებით ქალაქის ქუჩებში ნობათს აგროვებენ

ალილო ქუთაისში – შობის მახარობლები ურმით და საგალობლებით ქალაქის ქუჩებში ნობათს აგროვებენ

შობის დღესასწაულის აღნიშვნა ქუთაისში მერიის შენობიდან დაიწყო. შობის მახარობლები ურმით და საშობაო საგალობლებით ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან და ნობათს აგროვებენ, რომელიც მოხუცთა თავშესაფარს და სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადაეცემა.

მეალილოეები და მოქალაქეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ დალოცა და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

მოსახლეობას შობა მიულოცეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც.

კომენტარები