მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ამდენი ფული დაიხარჯა და ფუნქციას ვერ ასრულებს” – ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე სკვერი მოუწესრიგებელია

“ამდენი ფული დაიხარჯა და ფუნქციას ვერ ასრულებს” – ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე სკვერი მოუწესრიგებელია

ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე, “ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული სკვერი მოუწესრიგებელია.

სავარჯიშო ატრაქციონები დაზიანებულია.

ადგილობრივების თქმით, სკვერში არსებული ინვენტარი დიდი ხანია, ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

“ყველა ინვენტარი დაზიანებულია, დაწყებულია აიწონა-დაიწოდან დამთავრებული ძელ-სკამებით. მხოლოდ მოტანა და გაკეთება არ არის საქმე, მეთვალყურეობა უნდა და ყურადღება. კარგი მესმის, რომ ვიღაც აფუჭებს, მაგრამ კამერებიც უნდა იყოს და გამფუჭებელი უნდა დააჯარიმონ. ამდენი ფული დაიხარჯა და სკვერი, სკვერის ფუნქციას ვერ ასრულებს”,- აცხადებენ ადგილობრივები.

ქუთაისში აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ დასრულდა.

ფოტო გამოქვეყნებულია ჯგუფში “ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები”.

კომენტარები