ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის თემურ ცამციშვილის თქმით, ამომრჩევლის დაკვეთა ბოიკოტია.
“იმედი მაქვს, პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტილებას ამომრჩევლის დაკვეთიდან გამომდინარე მიიღებენ, დღეს კი დაკვეთა არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა თემურ ცამციშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.
კომენტარები