ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
პარტია “ახალის” წევრის გიორგი კილაძის თქმით, ამომრჩევლის დაკვეთა ბოიკოტია.
“ქვეყანაში, სადაც გვყავს პოლიტპატიმრები, ქვეყანაში სადაც უკვე საკანონმდებლო დონეზე იზღუდება სიტყვის თავისუფლება, ქვეყანაში, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია მათემატიკის სიზუსტეს იყენებს მხოლოდ პრემია დანამატების მისაღებად და არა ამომრჩეველთა რეალური ნების დასაფიქსირებლად, შეუძლებელია ჩაატაროს სამართლიანი, გამჭვირვალე და საზოგადოების ინტერესების გამომხატველი არჩევნები.
არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ მაშინ ექნება აზრი თუ იქნება თავისუფალო საარჩევნო გარემო, გამართული საარჩევნო სისტემა და რეალურად ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, ასევე, განთავისუფლებული იქნება ყველა პოლიტიკური პატიმარი”,- აცხადებს გიორგი კილაძე.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.
კომენტარები