ქუთაისში, ილია ჭავჭავაძისა და ნიკეას კვეთაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები დაცული არ არის.
ადგილზე ასევე მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა.
წლებია, მიწისქვეშა გადასასვლელი იმ ფუნქციას ვერ ასრულებს, რაც მისი დანიშნულებაა.
“ეს მიწისქვეშა გადასასვლელი რომ გაკეთდა, მაშინ ალბათ, ქალაქში 10 მანქანა დადიოდა და მაშინ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ამაზე თანხა უნდა დახარჯულიყო. ახლა კიდევ როცა ქალაქში უამრავი მანქანაა, დღე არ გავა ქუთაისში 10-15 ავარია არ მოხდეს, რა შეიქნა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელი მოწესრიგდეს. ამ მერიას რაზეც არ უნდა მიაკითხო ამბობენ, მე არ მეხება, მე არ მეხებაო და აბა მარტო სარესტორნო ხარჯების, საწვავის და პრემია-დანამატების აღება გეხებათ?! როდისმე ქუთაისს ქალაქის პრობლემებზე ორიენტირებული პირველი პირი ეყოლება?!”, – ამბობს ადგილზე მცხოვრები ნუნუ მაისურაძე.
კომენტარები