მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არჩევნების შემდეგ დავიწყებული სტადიონი და ამომრჩევლები”, – ქუთაისში, ბუკიას ქუჩის მცხოვრებლები მერიას დაპირებებს ახსენებენ

“არჩევნების შემდეგ დავიწყებული სტადიონი და ამომრჩევლები”, – ქუთაისში, ბუკიას ქუჩის მცხოვრებლები მერიას დაპირებებს ახსენებენ

ქუთაისში მცხოვრებლები ქალაქში სპორტული მოედნების ნაწილის მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე საუბრობენ.

ადგილობრივების თქმით,  მოედნების ნაწილი, მოუწყობელია, სტადიონის ადგილზე თამაში კი ხშირ შემთხვევაში მოზარდებისთვის საფრთხის შემცველია.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა, ბუკიას ქუჩაზე.

ადგილზე მცხოვრებლების თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყეს და არჩევნების დასრულების დღესვე შეწყვიტეს.

“ეს ქუთაისში ბუკიას ექვსის მიმდებარედ არსებული სტადიონია, რომლის გაკეთების პირობაც ქალაქის მერიამ საარჩევნოდ გასცა. არჩევნების წინ დღეს დაყარეს ქვები და მის მერე არავის მოუკითხავს ეს ამბავი. იგეგმება ამ ქვების მერიასთან მოზიდვა და მერე დაფაცურდებით. ვისაც გეხებათ იცით და პასუხს არ აბრუნებთ”, – ამბობს ადგილობრივი ბექა ცერცვაძე.

კომენტარები