მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.
გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას ედავებოდნენ.
“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს! დიდება საქართველოს!” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა და ის ამ წუთებში რუსთავის ციხესთან მივიდა.
კომენტარები