ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მაღაროელების მხარდასაჭერად ჭიათურაში სხვადასხვა რეგიონებიდან ჩავიდნენ.
აქციაზე იმყოფებიან აქტივისტები თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მაღაროელების თქმით, მათი სოლიდარობის ნიშნად დღეს ჭიათურის სკოლებში სწავლის პროცესი შეჩერდა.
ამ დროისთვის ჭიათურაში 6 მაღაროელი შიმშილობს.
პროტესტის მონაწილეები ქალაქში მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლას და კრიზისის მოგვარებაში მათ უშუალო ჩართულობას მოითხოვენ. მაღაროელები კომპანიის მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან.
მაღაროელთა აზრით, რეორგანიზაცია, რასაც კომპანია ითხოვს, დასაქმებულთა რაოდენობას 3620-დან, დაახლოებით, 1500-მდე შეამცირებს.
კომენტარები