ჩვენ გვაქვს 1,400-ზე მეტი რეალური დასაქმებულის ხელმოწერა, რომელიც ნდობას არ უცხადებს კომპანიას. ეს 1,400 დასაქმებული 100%-ით აქტიური მუშა პერსონალია, რომელიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. ხოლო რაც შეეხება კომპანიის ხელმომწერთა სიას, მათ რიგებში ტაქსისტები, საპენსიო ასაკში მყოფნი, უბრალო მოქალაქეები და მერიის თანამშრომლები შედიან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჭიათურელი მაღაროელები წერენ.
“კომპანია ყველაფერს ცდილობს, თავისკენ გადაიბიროს აქტიური მუშა პერსონალი. მსგავსი შემთხვევა თუ გაქვთ – გამოგვეხმაურეთ.
არ მოაწეროთ ხელი არაფერს, არ გამოცხადდეთ არანაირ გასაუბრებაზე!
ეს ყველაფერი ემსახურება „ჭიათურა მენეჯმენტის“ ლეგიტიმაციას და იმ სამართლებრივი დარღვევების გადაფარვას, რაც კომპანიამ განახორციელა”, – აცხადებენ მაღაროელები.
მაღაროელები იმ თანამშრომლების ხელმოწერებს აგროვებენ, რომლებმაც მათი თქმით, კომპანიის ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მუქარის მიუხედავად, გათავისუფლების განცხადებებს ხელი არ მოაწერეს.
პროტესტის ნიშნად, შიმშილობის 6 ადამიანი. ასევე, დაკავებულია 4 პირი.
“ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. 7 მარტს “ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ “ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება.
მაღაროელების მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, ასევე ითხოვენ შეხვედრას “ოცნების” მთავრობასთან; ინვესტორის წასვლასა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღებას; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით ფონდის შექმნას ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას, რომელიც მოსახლეობას მოემსახურება; ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ღია კარიერული წესით მოპოვების გაკონტროლებას.
კომენტარები