მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ასეთ საშიშ გარემოში უწევთ ბავშვებს ზაფხულის გატარება, ქუთაისის მერია, დაასუფთავეთ ეს ადგილი”

“ასეთ საშიშ გარემოში უწევთ ბავშვებს ზაფხულის გატარება, ქუთაისის მერია, დაასუფთავეთ ეს ადგილი”

ქუთაისში, აღმაშენებლის 42 ნომერში, არსებული სკვერი ბავშვებისთვის სახიფათოა.

ადგილზე დამონტაჟებული ატრაქციები, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში გახდეს.

მოსახლეობის თქმით, ასევე არსებული ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს.

“ქუთაისში, აღმაშენებლის #42 წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან, ასეთ საშიშ და მოუწესრიგებელ გარემოში უწევთ ბავშვებს მთელი ზაფხულის გატარება. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, კეთილმოწყობის სამსახური დაასუფთავეთ ეს ადგილი. სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს როგორც შეძლეს, მგონი იმსახურებს მომავალი თაობა უსაფრთხო გარემოში დასვენებას და გართობას”, – აცხადებს ადგილობრივი.

კომენტარები