მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“აქციის მონაწილეებთან კონფლიქტი სურდა, არაფხიზელ მდგომარეობაშია” – ინციდენტი ქუთაისში

“აქციის მონაწილეებთან კონფლიქტი სურდა, არაფხიზელ მდგომარეობაშია” – ინციდენტი ქუთაისში

ინციდენტი ქუთაისში – ევროპული მომავლის მცველები  ქალაქის ქუჩებში მსვლელობას აწყობდნენ, რა დროსაც ავტომობილიდან  არაფხიზელ მდგომარეობაში  მყოფმა  პირებმა აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი მანქანა გააჩერეს და აქციის მონაწილეების მისამართით ფიზიკური ძალადობა სურდათ.

მას შემდეგ რაც სამართალდამცველები მივიდნენ, გაირკვა, რომ საჭესთან მყოფი პირი და მისი თანმხლები მგზავრები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

“გვქონდა მსვლელობა აქციის მონაწილეებს, საპირისპირო მიმართულებით მოდიოდა მანქანა, რომელმაც გააჩერა და გვაგინა და ჩვენთან კონფლიქტი სურდა. მე გადავწყვიტე ეს ფაქტი ტელეფონით გადამეღო, რა დროსაც აგრესიით გამოემართა ჩემს მიმართ. საჭესთან მყოფი პირი არის ნასვამი, ასევე არაფხიზელ მდგომარეობაშია მასთან ერთად მყოფი სხვა პირებიც. ველოდები პოლიციის რეაგირებას”, – ამბობს სოფო როინიშვილი.

კომენტარები