ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს. ამ დროისთვის გზა გადაკეტილია.
იქამდე მათ აქცია-პერფორმანსი გამართეს და ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ფოტოს სახეში სილას დემონსტრაციულად აწნვიდნენ.
ამ ფორმით მათ “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადეს, რომელიც 12 იანვარს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. ის საპატიმროში დაკავების დღიდან შიმშილობს და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.
64-ე დღეა, ქუთაისელები ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კომენტარები