მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ახალ სეზონში ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის თამაში იქნება”

“ახალ სეზონში ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის თამაში იქნება”

ქუთაისის “ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა გუნდის მზადებაზე ისაუბრა და ახალი სეზონისთვის მიზნები დაასახელა.

“გვსურს, რაც შეიძლება საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ, კარგი თამაშები ჩავატაროთ და წარმატებული სეზონი გვქონდეს. ესპანეთში ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი ჩავატარეთ. კმაყოფილი ვიყავი ამხანაგურ შეხვედრებში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით.

თუმცა, შეკრებაზე შედეგზე მნიშვნელოვანი თამაშის ხარისხი იყო. ტაქტიკურ ნაწილში რამდენიმე კომბინაცია დავამუშავეთ, ასევე ბურთით და უბურთოდ თამაშის ვარიანტებზე ვიმუშავეთ. მიხარია, რომ ესპანეთში გუნდმა ნაყოფიერი შეკრება გაიარა.

ახალ სეზონში ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის თამაში იქნება. უნდა განვითარდეს როგორც გუნდი, ასევე თითოეული ფეხბურთელი. სეზონის ბოლოს კი შედეგით ყველა ბედნიერი უნდა იყოს”, – განაცხადა შუსტერმა.

კომენტარები