ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ეზო სამოქალაქო აქტივისტებმა დაასუფთავეს.
ახალგაზრდებმა ეზო ეკალბარდებისგან და ასევე, პოლიეთილენის ნარჩენებისგან გაწმინდეს.
“ჩვენს თხოვნას, რომ დაგვესუფთავებინა ბაგრატის ტაძრის ეზო, ეს ახალგაზრდები გამოეხმაურნენ და დაუღალავად იშრომეს – ჩუმად და უხმაუროდ. მანამდე მათ დაასუფთავეს რიონის სანაპირო რესტორან “არგოსთან” . ამ და სხვა კარგი საქმეების ინიციატორი, ერთი უკარგესი ქუთაისელი კაცია, მისი თხოვნითვე არ ვნიშნავ ამ პოსტზე”, – წერს სოციალურ ქსელში, ტურისტული სააგენტო Travel To Georgia-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი.
კომენტარები