მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბაზრის საქმეზე ბრალდებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ბაზრის საქმეზე ბრალდებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ქუთაისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ რვავე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომას შვიდი ბრალდებული ესწრებოდა. მათგან ერთ პირს გამოძიება ქურდულ სამყაროს წევრობას, დანარჩენს ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას ედავებიან.

ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ის ქვეყნის გარეთ მყოფი “ქურდული სამყაროს” წევრია.

დაკავებულები წარდგენილი ბრალდებას არ ეთანხმებიან და ქურდულ სამყაროსთან კავშირს და ბაზრობაზე დასაქმებულთა მიმართ ზეწოლას გამორიცხავენ. ბრალდების მხარე შვიდივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ საქმეში არაებული მასალებით, მოწმეებზე  შესაძლო ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების გათვალისწინებით ყველა პირი პატიმრობაში დატოვა.

ქუთაისში სპეცოპერაცია 24 მარტს ჩატარდა. სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” წევრობის და  კავშირის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა.

კომენტარები