მთავარიახალი ამბებისლაიდი

ბაღდათის მერიის შენობაზე კონდიციონერების ნაწილი ჰაერშია ჩამოკიდებული, ნაწილი კი ხარაჩოებზეა განთავსებული

ბაღდათის მერიის შენობაზე კონდიციონერების ნაწილი ჰაერშია ჩამოკიდებული, ნაწილი კი ხარაჩოებზეა განთავსებული

უდიერად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღდათის მერიაში.

ფოტოები, რომელიც “ინფო იმერეთს” მოაწოდეს, ჩანს, რომ რეაბილიტაციის დროს შენობის ფასადზე დამონტაჟებული კონდიციონერების ნაწილი ჰაერშია ჩამოკიდებული, მეორე ნაწილი კი ხარაჩოებზეა განთავსებული.

დარგის სპეციალისტები “ინფო იმერეთთან” აცხადებენ, რომ ამ დროს ფრეონის ჰაერში გაფრქვევა ხდება, რაც გარემოზე დიდი ზიანის მომტანია.

სპეციალისტების თქმით, ფასადის რეაბილიტაციისას გარეთ აგრეგატეტების დემონტაჟი, მათი დანომვრა და უსაფრთხო ადგილზე დასაწყობება უნდა მოხდარიყო, რეაბილიტაციის შემდეგ კი ისევ მონტაჟი.

სტანდარტების დაცვის შემთხვევაში ფრეონის გამოფრქვევა არ ხდება, არსებულ მდგომარეობაში კი ფრეონი აგრეგატებიდან გაფრქვეულია.

კომენტარები