ტრაგედია ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ბაღდათში მცხოვრებლების თქმით, 27 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ის ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობდა.
ამ დროისთვის უცნობია თუ რა გახდა სუიციდის მიზეზი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები