იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, დაურეგისტრირებელი თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის კახა ცერცვაძის თქმით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი საამქრო კი გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში.
კომენტარები