მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბაღდათში ადგილობრივებს კურორტ საირმის მიმართულებით გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ

ბაღდათში ადგილობრივებს კურორტ საირმის მიმართულებით გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ

ბაღდათში ადგილობრივებს კურორტ საირმის მიმართულებით გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.

აქციის მონაწილეები “საირმეს რეკრეაციული ფერმის” მოწყობას აპროტესტებენ.

მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს დღეს კურორტ საირმის მიმართულებით  გადაადგილება სურდათ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პოლიციის განმარტებით, გზა საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების მიმდინარეობის გამო დაკეტეს.

თემურ კოხოძეს საირმის ტყის 13 202 ჰექტარი, ნახევარსაუკუნოვანი იჯარით გადაეცა.

“საირმეს რეკრეაციული ფერმის” ადმინისტრაცია საირმეში მიმდინარე აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სრული კანონის დაცვით გააგრძელებს ტყის დაცვას.

როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, საირმეში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის ფარგლებში აკრძალულია ტყეში ნადირობა, რაც ხელს უშლის ბრაკონიერობას და აღნიშნული პროტესტიც, სავარაუდოდ, სწორედ აქედან გამომდინარეობს.

ფოტო: ინფო ბაღდათი

კომენტარები