მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო- საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ქუთაისიდან

ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო- საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ქუთაისიდან

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი – STEM სკოლა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის შექმნილი პროექტია, რომელიც სკოლის მოსწავლეებს STEM მიმართულებით ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად, შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას.

გასული წლის სტიპენდიატი, 14 წლის გაბრიელ კოჩაძე ქუთაისიდან, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

როგორც გაბრიელი გვიყვება, STEM სკოლაში სწავლის მოტივაცია და სურვილი ძმამ გაუჩინა, რომელიც გასულ წელს ასევე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა. ამბობს, რომ სტიპენდიატობა დიდ სიხარულსა და მოტივაციასთან ერთად, ორივესთვის დიდი პასუხისმგებლობაა. გაბრიელს პატარაობიდან აინტერესებს ტექნიკური საგნები, ხაზვა და რობოტექნიკა, სურს ხელოვნური ინტელექტის და ინჟინერიის შესახებ მეტი გაიგოს:

STEM სკოლა ინოვაციური, საინტერესო და პრაქტიკულია. თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ შექმნას  ელექტრონული პროექტი მიკროკონტროლერისა და სხვადასხვა კომპონენტის დახმარებით, აქ სწავლა საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩვენი მასწავლებლები ყველაფერს, რაც აქამდე რთული მეგონა, უშუალოდ და მარტივად ხსნიან.

გაბრიელს ჯერ არ აურჩევია მომავლის პროფესია, თუმცა დაზუსტებით იცის, რომ არ აპირებს გაჩერებას, ბევრს ისწავლის და ბევრ ახალს გაიგებს სამყაროს შესახებ:

მომავალში კიდევ უფრო საფუძვლიანად ვისწავლი ელექტროინჟინერიასარქიტექტურაც მაინტერესებს, მომწონს შენობები, ნახაზების და გეგმების შექმნა, საქართველოს ბანკის ჩართულობა ჩვენს განათლებაში დიდი მოტივაციაა, რომ არ შევუშინდეთ ფინანსურ გამოწვევებს.

საქართველოს ბანკის ნებისმიერი საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ყველასათვის განათლების თანაბარი შესაძლებლობების შექმნაა.  ფინანსური მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს სწავლის, საკუთარი ნიჭისა და უნარების განვითარების, პოტენციალის გამოვლენისა და ათვისების შესაძლებლობა.

STEM სკოლის გაკვეთილებს პროფესიონალები ვირტუალურ სივრცეში ატარებენ, რათა მოსწავლეებმა პროექტში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლონ.

ინიციატივის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან მიკროკონტროლერების მართვის პრინციპებს, იყენებენ Tinkercard-ის ონლაინპლატფორმას, კურსის მეორე მოდულში კი თავად ქმნიან პროექტს. საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ  VII-XI კლასის მოსწავლეს შეუძლია დაიწყოს საყვარელი სფეროს სწავლა.

გაბრიელი განსაკუთრებით გაახარა ქუთაისის ქუჩებში საქართველოს ბანკის ბანერებზე საკუთარი თავის დანახვამ:

ჩემი სურათის ნახვისას სიხარული, აღტაცება, ბედნიერებ ერთიანად ვიგრძენიმოხარული ვარ, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო, გაახარა ჩემი ოჯახი. უამრავმა ადამიანმა ნახა ბანერი, ყველა მილოცავს და მცნობს.

ყველა რეგიონსა და კუთხეში არიან გაბრიელისნაირი ბავშვები ოცნებებით, მიზნებით, მრავალფეროვანი უნარებით. საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტები ასეთი ახალგაზრდების აღმოჩენისა და მხარდაჭერისთვის იქმნება.

საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს შესაძლებლობების შექმნას მათთვის, ვინც განათლების გზაზე არ ჩერდება.

ფინანსური ინსტიტუტის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე csr.bog.ge

კომენტარები