მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ბიუჯეტის პროექტი არანაირად არ პასუხობს ქუთაისის მოსახლეობის პრობლემების აღმოფხვრას”

“ბიუჯეტის პროექტი არანაირად არ პასუხობს ქუთაისის მოსახლეობის პრობლემების აღმოფხვრას”

ქუთაისის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ხათუნა არველაძე აცხადებს, რომ ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი ადგილობრივების საჭიროებებს არანაირად არ პასუხობს და მხოლოდ ჩინოვნიკების ხელფასები იზრდება.

“აშკარად ვხედავთ, რომ ბიუჯეტის პროექტი არანაირად არ პასუხობს ქუთაისის მოსახლეობის პრობლემების აღმოფხვრას, ისევ გათვლილია ხელფასების გაზრდაზე. ბიუჯეტის 45%-მდე არის გამოყოფილი ჩინოვნიკების ხელფასების ზრდისთვის.

არანაირი გათვლა არ არის სოციალურ პაკეტებზე, რომელიც მიზერით იზრდება. ჩვენ ვიცით, რომ ბენეფიციართა გამოკვებაზე მიზერული თანხაა და ერთი დღე 1.47-თეთრამდე ჯდება.

ბიუჯეტის გაზრდას თუ იმის ხარჯზე აპირებენ, რომ უნდათ გაზარდონ მგზავრობის ხარჯი, დასუფთავების გადასახადი, პარკირების მომსახურეობის თანხა, ისევ მოქალაქეების ზურგზე უნდა გადავიდეს და მათი პრობლემები კი არ აღმოიფხვრას, პირიქით, უფრო მეტი სიღარიბის ფორმულა შედგეს მათი გაღარიბებისთვის”, – განაცხადა არველაძემ.

ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად 85,917 000 ლარს შეადგენს, მერიაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში კი ბიუჯეტის 45,42 % დაიხარჯება.

კომენტარები