ქუთაისში მცხოვრებლები ქალაქში არსებულ კლინიკებში პაციენტების მიმართ უყურადღებობაზე საუბრობენ.
ადგილობრივების თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში შესვლისას მყისიერ ყურადღებას არ გაქცევენ, ადგილზე კი პაციენტების მომსახურებით დაღლილი და უმოტივაციო პერსონალი ხვდებათ.
“მნიშვნელობა არ აქვს რა დიაგნოზი გაქვს, საავადმყოფოში შესვლისას გხვდება დაღლილი, ხელფასით უკმაყოფილო, დირექტორზე გაბრაზებული და პაციენტების პრობლემებზე განაწყენებული პერსონალი. თითქოს შენი ბრალია, რომ ცუდად ხარ. სამწუხაროა, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჩვენი კლინიკების უმრავლესობას პაციენტი, როგორც ინდივიდი და ერთი ადამიანის სიცოცხლე, ხშირ შემთხვევაში არ ადარდებთ. ძლივს მოვლენ, ძლივს მოგაქცევენ ყურადღებას, ძლივს ჩაგიტარებენ საჭირო სამედიცინო მანიპულაციებს. ჩვენ რა დავაშავეთ პაციენტებმა, ზუსტად იმდენს ვიხდით, რამდენსაც გვთხოვენ, ჩვენი რა ბრალია, თუ მათ ადმინისტრაცია სათანადო ხელფასს არ უხდის?!”, – უყვება პაციენტი “ინფო იმერეთს”.
2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. ექიმი საათში 7 ლარს, ექთანი კი 4.4 ლარს იღებს.
კომენტარები