მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გაზის გარეშე დარჩენილი სოფლები იმერეთში – გეგმა და ვადები უცნობია

გაზის გარეშე დარჩენილი სოფლები იმერეთში – გეგმა და ვადები უცნობია

იმერეთის რეგიონის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში დღემდე რჩება სოფლები, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

მოსახლეობა აცხადებს, რომ დაპირებების მიუხედავად, გაზიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.

ადგილობრივების თქმით, ბუნებრივი აირის არარსებობა მათ სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მოსახლეობის ნაწილი იძულებულია, სოფლები დატოვოს, ნაწილი კი აცხადებს, რომ სოფლებში გაზიფიცირების შემთხვევაში დაბრუნდებიან.

“21-ე საუკუნეში რომ გაზი არ გექნება, სხვა რაზე ვისაუბროთ. სოფლებში დაბრუნებისგან ბევრი იმიტომ იკავებს თავს, რომ ბუნებრივი აირი არ არის, ბევრი ამის გამო ტოვებს სოფლებს. დაპირებებს იძლევიან, მაგრამ გაკეთებით არავის არაფერი გაუკეთებია ამ დრომდე”, – აცხადებენ ადგილობრივები.

ირაკლი კობახიძემ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ სოფლების გაზიფიცირება გაგრძელდება და 2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95%.

კომენტარები