მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გაიფიცე საქართველო” – ამ შინაარსის ფლაერები აქტივისტებმა ქუთაისში კერძო დასაქმებულებს დაურიგეს

“გაიფიცე საქართველო” – ამ შინაარსის ფლაერები აქტივისტებმა ქუთაისში კერძო დასაქმებულებს დაურიგეს

ქუთაისში სხვადასხვა პროფესიის სამოქალაქო აქტივისტებმა სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” ფლაერები დაარიგეს და დასაქმებულებს 15 იანვარს, 15:00 საათზე სამი საათით პროტესტის ნიშნად სამსახურის კარის დახურვა სთხოვეს.

აქცია-პერფორმანსი ქუთაისის მსგავსად მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება.

“შემოუერთდით გამაფრთხილებელ გაფიცვას, ამით ჩვენ ვაჩვენებთ ხალხს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში ცხოვრება ნიშნავს, მეტ სიღარიბეს, უპერსპექტივობას, ემიგრაციას, მოშლილ ეკონომიკას და დახურულ ბიზნესებს. ჩვენ ყველას შეგვიძლია, რომ დავაჩქაროთ არსებული კრიზისი და ე.წ. ხელისუფლებამ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები და ჩანიშნოს ახალი არჩევნები”, – აცხადებს მაკა ხეცურიანი.

კომენტარები