“გამარჯვება ვალდებულებაა” – ამ სლოგანით ქუთაისში მიტროპოლიტი ნაზარის მარში გაიმართა.
მიტროპოლიტი ნაზარი, ერისკაცობაში იოსებ ანდრიასძე ლეჟავა 1924 წელს ბოლშევიკებმა ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დახვრიტეს. შერაცხულია წმინდანად.
დღეს აქციის მონაწილეები ნაზარი ლეჟავას სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ და ბანერებით ქუთაისის ცენტრისკენ დაიძრნენ. ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. წაიკითხეს დღევანდელი დღის მანიფესტი.
უკვე მესამე თვეა, ქუთაისში, როგორც მთელს საქართველოში, მოქალაქეები ქუჩაში უწყვეტად დგანან და საკუთარ მომავალს იცავენ.
კომენტარები