ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ადგილზე უკრაინის გიგანტური დროშა გაშალეს, გაჟღერდა საქართველოს და უკრაინის ჰიმნები.
“თავისუფლება უკრაინას, დიდება უკრაინას, გამარჯვება ჩვენს მოძმე ქვეყანას”, – განაცხადეს ადგილზე.
ქუთაისში უწყვეტი პროტესტის 89-ე დღეა.
3 წლის წინ ზუსტად ამ დღეს, პუტინის სისხლიანი რეჟიმი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე ბავშვებს და ქალებს ხოცავს.
კომენტარები