თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძევრი – ჯადოსნური სივრცე მთებს შორის, მდინარე ძევრულას ხეობაში.
ეს ადგილი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იყო ადამიანის საცხოვრისი. აკადემიკოს მარლენ სულამანიძემ ბავშვობის წლების სიყვარულით აქ ააშენა სასტუმრო კომპლექსი “ძერული”, რომლის ერთი სივრცე უსასყიდლოდ დაეთმობა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
იდეა ადგილობრივ მკვიდრს გიორგი ბერძულს ეკუთვნის. მთავარი მიზანია ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა. აქ გაიმართება თეატრალური წარმოდგენები, ლიტერატურული საღამოები, გამოფენები, პლენერები, სადისკუსიო შეხვედრები.
სექტემბრიდან იგეგმება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საკვირაო ტრენინგ-კურსების ჩატარება.
“ძერული ივენთ ჰოლის” პრეზენტაცია ბუნებრივად შექმნილ ამ სილამაზეში 2025 წლის 20 ივნისს გაიმართა.
კომენტარები