კომერციული ობიექტების გაფიცვის პარალელურად ქუთაისში, ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქციაც იმართება.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ.
მათი მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.
დღეს სამი საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით საყოველთაო გაფიცვაა გამოცხადებული.
კომენტარები