მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“გახარია გარიგებულია ივანიშვილთან, არ მინდა, დავუშვა, რომ რომელიმე სხვა პარტიაც, მაგალითად, “ლელოც“ გარიგდება”

“გახარია გარიგებულია ივანიშვილთან, არ მინდა, დავუშვა, რომ რომელიმე სხვა პარტიაც, მაგალითად, “ლელოც“ გარიგდება”

გიორგი გახარია გარიგებულია ბიძინა ივანიშვილთან, არ მინდა, დავუშვა, რომ რომელიმე სხვა პარტიაც, მაგალითად, „ლელოც“ გარიგდება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ვიდრე გახარიას პარტია იტყოდა, რომ არჩევნებში შევა, რამდენიმე თვის წინ მე ვთქვი, რომ გახარია გარიგდა ბიძინა ივანიშვილთან კონკრეტული სარგებლის გამო. ამ დრომდე მათი მანდატები გაუქმებული არ არის, ესენი უკვე ამბობენ, რომ ივანიშვილის არჩევნებში შევლენ. ჩემი აზრით, რასაც ვამბობდი, რომ ეს ხალხი გარიგდა ივანიშვილთან, დასტურდება. გარიგებულია. რის სანაცვლოდ? იმისთვის, რომ თავისუფლად იაროს. თქვენ რა გგონიათ, გახარიას დანაშაულები არ ჩაუდენია თუ რა? რა გგონიათ, რომ გახარია ანგელოზია? გახარია ჩემს თვალში ჩვეულებრივი კრიმინალია. ისევე გააყალბა 2018 წლის არჩევნები, როგორც ამათ გააყალბეს 2024 წლის არჩევნები. არაფერი სხვაობა არაა. გახარიას კისერზეა ია კერზაიას მკვლელობა, მრავალი ადამიანისთვის თვალების დათხრა და.შ. ამიტომ, ის რომ თავისუფლებაზე იყოს, ჩემი აზრით, გარიგებულია ბიძინა ივანიშვილთან. მე არ მინდა, დავუშვა, რომ სხვა რომელიმე პარტიაც, მაგალითად, „ლელოც“ გარიგდება ბიძინა ივანიშვილთან. რატომ? ბიძინა ივანიშვილის „გაპრავება“ და მის მხარეს გადასვლაა, ვინც ახლა ბიძინას სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“.

“ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, “თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლებელია თბილისის წართმევა და გათავისუფლება რუსული “ქოცობისგან“, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება”.

კომენტარები