გელათის კომპლექსის რეაბილიტაციისთვის, რომელიც საპატრიარქომ 2023 წლის 24 თებერვალს კულტურის სამინისტროსგან გადაიბარა 4 მლნ ლარი გამოიყო.
ირაკლი კობახიძის განკარგულებით, თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.
ღია წყაროებში არსებული მონაცემებით, 2024 წლის 18 მარტის განკარგულებით ტაძრის რეაბილიტაციისთვის ჯერ 7.5 მლნ გამოიყო. 2024 წლის 9 სექტემბერს კი, გელათის რეაბილიტაციისთვის საჭირო დამატებით 11,5 მილიონი ლარი.
20 ივნისს გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე 2023-2025 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც არ ყოფილა საუბარი, რამდენი დაიხარჯა კომპლექსის რეაბილიტაციაზე, თუმცა ითქვა, რომ გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები, მათ შორის გუმბათის ნაწილიც, დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
კომენტარები