მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გელათში ვითარება უცვლელია, მონასტერი ჩაკეტილია, გუმბათის გადახურვის სამუშაოები არც დაწყებულა!”

“გელათში ვითარება უცვლელია, მონასტერი ჩაკეტილია, გუმბათის გადახურვის სამუშაოები არც დაწყებულა!”

“ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის ინფორმაციით, გელათში ვითარება ამ დრომდე უცვლელია.

როგორც ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მონასტერი ისევ ჩაკეტილია, გუმბათის გადახურვის სამუშაოები კი არც დაწყებულა.

“ვისაც გელათის ბედი ისევ გაღელვებთ..

ვითარება უცვლელია! მონასტერი ჩაკეტილია! გუმბათის გადახურვის სამუშაოები არც დაწყებულა!

გააცდინეს სამუშაოებისთვის ხელსაყრელი მშრალი სეზონი!

დღემდე არ აკეთებენ კომენტარს სამუშაოების შეწყვეტის მიზეზების შესახებ.

მეხუთე ზამთარი უხარისხო გადახურვის ქვეშ სირცხვილზე და მტრობაზე მეტი იქნება!” – წერს ბარათაშვილი.

გელათი ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის რამდენიმე თვის წინ დაიკეტა. საპატრიარქომ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაასახელა. ამ პერიოდში ტაძრის დროებითი გადახურვის მასშტაბური სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო და 15 აგვისტოს გახსნილიყო, თუმცა საპატრიარქო კომიტეტმა 16 აგვისტოს მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძლიერი სიცხის გამო რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა და ტაძარი დათქმულ დროს ვერ გაიხსნებოდა.

კომენტარები