მოტყუებული მუშები ქუთაისში – კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ.
დაზარალებულებს რამდენიმე თვეა, გაწეული შრომის ანაზღაურება არ აუღიათ. სამუშაოები ქუთაისის მერიის დაკვეთით მიმდინარეობს.
დასაქმებულებმა გაფიცვა გამოაცხადეს და განაცხადეს, რომ ვიდრე კუთვნილ ხელფასებს არ დაურიცხავენ, მუშაობას არ გააგრძელებენ.
“გვამუშავეს ისე, რომ ხელფასი არ გადაგვიხადეს. ოჯახები და შვილები გვყავს, ჩვენც გვინდა ძველით ახალ წელს კანფეტი მივიტანოთ სახლში. ასე როგორ შეიძლება ადამიანების ფეხებზე დაკიდება. არ ვიცი რა ქვეყანაში და ქალაქში ვცხოვრობთ”,- აცხადებს დაზარალებული.
კომენტარები