თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, სოფლის ნაწილში გზა მოუწესრიგებელია.
“საშინელი გზებია, ნაწილში გზა დააგეს, მაგრამ მეორე ნაწილი უპატრონოდ არის მიტოვებული. 21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში იყოს გზა. ათობით ოჯახს გადაადგილება უმძიმეს პირობებში გვიხდება. დავლეწეთ მანქანები, სასწრაფო ჩვენამდე შეფერხებით მოდის, სახანძროსაც უჭირს”, – აცხადებს დავით გავაშელაშვილი.
კომენტარები