მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – ბათუ კრავეიშვილი

“დაიბადა იმერეთში” – ბათუ კრავეიშვილი

ბათუ (ბართლომე) კრავეიშვილი – ქართველი მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი .

დაიბადა 1914 წლის 16 დეკემბერს სამტრედიაში. 13 წლის ასაკში თბილისში, ბიძასთან გადავიდა. მისი ბიძა ნიკოლოზი რუსთაველის თეატრის მხატვარი იყო.

მშობლებს თურმე ბათუს ექიმობა უნდოდათ, ამიტომ მომავალმა ხელოვანმა მოსკოვში სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა. სასიმღერო კარიერა კი, 19 წლის ასაკში დაიწყო.

მოსკოვის დიდ თეატრში გამართულ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა და დიდი თეატრის სოლისტი გახდა.

1941 წლიდან ბათუ კრავეიშვილი კვლავ თბილისშია, მან განვლო დიდი და ნაყოფიერი შემოქმედებითი გზა — შექმნა მრავალი დასამახსოვრებელი საოპერო სახე. შეასრულა 42 წამყვანი საოპერო პარტია: კიაზო, მურმანი, აბდუშაჰილი, გოჩა, თავადი იგორი, ელეცკი, ონეგინი, რობერტი, ჟერმონი, ამონასრო, სკარპია, ვალენტინი და სხვა.

გამოირჩეოდა ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის ხმით (ბარიტონი), არტისტული ტემპერამენტით; 1958 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; ავტორია მემუარების, წიგნებისა ქართულ და რუსულ ენებზე – “დაუვიწყარი” (1966, 1970);

გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: “დაკარგული სამოთხე” (1938, დ. რონდელი), “გიორგი სააკაძე” (1942, მ. ჭიაურელი), “ქეთო და კოტე” (1948, ვ. ტაბლიაშვილი).

ეწეოდა წარმატებულ საკონცერტო მოღვაწეობას. 1958 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი.

ბათუ კრავეიშვილი 1970 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კომენტარები