მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – ბესარიონ ღოღობერიძე

“დაიბადა იმერეთში” – ბესარიონ ღოღობერიძე

ბესარიონ ღოღობერიძე – ქართველი პედაგოგი და რევოლუციონერი.

დაიბადა 1832 წელს გოჩაჯიხაიშში (ხონი). 1849-1854 წლებში სწავლობდა ქუთაისის, შემდეგ თბილისის პირველ გიმნაზიაში. წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

სწავლის პერიოდში იყო სტუდენტთა რევოლუციური კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1862 წელს ჩამოყალიბდა პეტერბურგის რევოლუციური ცენტრის მე-2 განყოფილება, სადაც მდივნად აირჩიეს; წინადადება მისცეს პეტერბურგში დარჩენილიყო მეცნიერული მუშაობისთვის, მაგრამ იგი დაბრუნდა საქართველოში.

1868 წელს დაინიშნა თბილისის პირველი გიმნაზიის მასწავლებლად; 1873 წელს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის დირექტორად; 1874 წელს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორად. დიდი ღვაწლი მიუძღვის სწავლა-განათლების დანერგვის საქმეში, განსაკუთრებით კახეთში. მისი ინიციატივით გაიხსნა სკოლები საგარეჯოში, ყვარელში, ენისელში, გურჯაანში და სხვ.

შემდეგ სამუშაოდ ქუთაისში გადავიდა და სიცოცხლის ბოლო წლები იქ გაატარა. 1873 წელს მის მიერ შედგენილი იქნა ბანკის პროექტი, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 1876 წლის პირველ მაისს.

გარდაიცვალა 1879 წლის 6 მარტს, 47 წლის ასაკში. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.

კომენტარები