მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – გიორგი კალანდაძე

“დაიბადა იმერეთში” – გიორგი კალანდაძე

გიორგი ალექსანდრეს ძე კალანდაძე – ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი, პოეტი.

დაიბადა 1912 წლის 24 აგვისტოს სოფელ ძირულაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).

1927 წელს შვიდწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. 1933 წელს კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1938 წელს ჩაირიცხა იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

1942-1949 წლებში იყო რეპრესირებული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჯგუფში. 1954 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაციები.

1957 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.

გიორგი კალანდაძეს უკიდურესად რთულ პოლიტიკურ პირობებში მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა. ყოველივე ეს პირადად შეეხო პოეტს. იგი ჯერ შუა აზიაში გადაასახლეს, შემდეგ კი, დიდი ხნის მანძილზე დედაქალაქში ცხოვრება აუკრძალეს.

გიორგი კალანდაძე 1979 წლის 20 თებერვალს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები