გიორგი “ჟორა” ვლადიმერის ძე შავგულიძე – ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
დაიბადა 1910 წლის 16 ნოემბერს ქუთაისში.
საშუალო განათლება ქუთაისშივე, ყაუღჩიშვილების სკოლაში მიიღო. 1928 წელს, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაისი–ბათუმის თეატრის დასში მუშაობდა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორ წელიწადში თეატრი თბილისში გადმოვიდა (შემდგომში მარჯანიშვილის სახელობის თეატრი).
1934 წელს დაქორწინდა მსახიობ ლიზიკო ვაჩნაძეზე.
თეატრის სცენაზე შესრულებული როლები: იულიუსი (“ანტონიოს და კლეოპატრა”), ნიკოფორე (“მისი ვარსკვლავი”), აბესალომი (“ირინეს ბედნიერება”), საიათნოვა(“მეფე ერეკლე”), ჭყონდიდელი (“დავით აღმაშენებელი”), ხარიტონი (“კოლმეურნის ქორწინება”) და სხვა; მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში, სადაც 1938 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა; გადაღებულია ფილმებში: ერემია (“ბედნიერი შეხვედრა”), ნოდარი (“გიორგი სააკაძე”), ნიკო (“ქეთო და კოტე”), დავით გურამიშვილი (“დავით გურამიშვილი”) და სხვა;
გადაღებულია ფილმებში: „დიადი განთიადი“ (1938), „გიორგი სააკაძე“ (1943), „დავით გურამიშვილი“ (1946), „ქეთო და კოტე“ (1948), „ბედნიერი შეხვედრა“ (1949), „ჭრიჭინა“ (1954), „ცისკარა“ (1955) და სხვა.
დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით.
დაიღუპა ტრაგიკულად 1959 წლის 13 აპრილს, 48 წლის ასაკში. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია შავგულიძის მეუღლე — მსახიობი ელისაბედ (ლიზა) კონსტანტინეს ასული ვაჩნაძე (დ. 1912 — გ. 2004).
კომენტარები