რუთი თავდიდიშვილი – მსახიობი, ხელოვნების მუშაკი, საქართველოში ერთადერთი ქართველი ებრაელი მეთოჯინე მსახიობი.
დაიბადა 1926 წლის 20 ივნისს ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის მეორე საშუალო სკოლა და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში განაგრძო, პარალელურად სწავლობდა საფერშლო სასწავლებელში.
1946 წლის 31 დეკემბრიდან მუშაობდა ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში.
წარმოდგენილი იყო აკაკი ბელიაშვილის “თეთრი ფინია”, რომელშიც რუთი პატარა განებივრებული, ჯიუტი ბიჭუნას როლს ასრულებდა. რუთის შესანიშნავი ხმა და გარდასახვის უნარი კარგად შეესაბამა თოჯინურ სპექტაკლს. “არასოდეს დამავიწყდება 1946 წლის 31 დეკემბერი, ახალი წლის საღამო, როდესაც სპექტაკლის დამთავრების შემდეგ თეჯირი ჩამოიწია და ამდენი გახარებული, გაბრწყინებული მაყურებლის სახე დავინახე და მივხვდი, რომ გავიმარჯვეთ. ეს მთელი კოლექტივის გამარჯვება იყო, ყველას სიხარულის ცრემლები გვდიოდა, ჩემს გვერდით ამ დიდის სიხარულის მონაწილე გახლდათ ჩემი ბავშვობის მეგობრები ეთერ თოდუა და მარგო გალდავა, მაგრამ ჩვენი გამარჯვება უპირველესად სერგო ცაგარეიშვილს და დოდო ანთაძეს ეკუთვნის, დიდ საქმეს ჩავუყარეთ საფუძველი და იმედია, თოჯინების თეატრი მრავალი წელი იცოცხლებს”.
რუთი თავდიდიშვილმა ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში 32 წლის მანძილზე 80 როლი შეასრულა.
ის 1979 წელს, საკმაოდ ახალგაზრდა, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რუთი თავდიდიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქუთაისის სახელმწიფო თოჯინების თეატრის ჩამოყალიბებასა და მის განვითარებაში.
ფოტოზე: ქუთაისის თოჯინების თეატრის დასი, 1978 წელი
მარცხნიდან: რუთი თავდიდიშვილი, ეთერ თოდუა, ეთერ რეხვიაშვილი, ნოდარ კემულარია, შურა ჭავჭანიძე, აკაკი ყურაშვილი
კომენტარები