დაკავებული ჟურნალისტის მირიან ბერულავას სასამართლო პროცესი 15:30 საათზე ჩაინიშნა.
ჟურნალისტსა და აქტივისტს გამოძიება პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება.
თავად ჟურნალისტმა კი ადვოკატს განუცხადა, რომ სამართალდამცველებს მხოლოდ ის უთხრა, რომ სისტემას არ ენდობა, ეს კი პოლიციამ შეურაცხყოფად შეაფასა.
დაკავების შემდეგ, იმერეთის სამხარეო პოლიციამ მირიან ბერულავას სახლი გაჩხრიკა.
მირიან ბერულავას გამოძიება, 173-ე მუხლით ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
კომენტარები