მთავარიახალი ამბებისლაიდი

“დიახ, ჩემი შვილები იღებენ სოციალურ დახმარებას, საჯარო მოხელე მე ვარ და არა ჩემი შვილები”

“დიახ, ჩემი შვილები იღებენ სოციალურ დახმარებას, საჯარო მოხელე მე ვარ და არა ჩემი შვილები”

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კიკნაძე ადასტურებს, რომ მისი შვილები სოციალურ დახმარებებს იღებენ იმ ფონზე, როცა მისი ხელფასი 3 410 ლარს შეადგენს.

“დიახ, ჩემი შვილები იღებენ სოციალურ დახმარებას. საჯარო მოხელე მე ვარ და არა ჩემი შვილები“,- განაცხადა დავით კიკნაძემ.

ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე დღეს ხმაური იყო.

ოპოზიციამ საკრებულოს სხდომაზე სცადა გაესაჯაროვებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხარაგაულში ფულს სოციალური შემწეობის მიზნით ადგილობრივი მაღალჩინოსნები იღებენ.

თუმცა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ამაზე საუბარი დაიწყო, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს და ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი სხდომის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

როგორც ცნობილია, ის სამუშაო კაბინეტში ჩაკეტეს და ოთახიდან მანამ არ გამოუშვეს, სანამ საკრებულოს სხდომა არ დასრულდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები შესაბამის უწყებებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები