მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დიდთოვლობა იმერეთში – 149 სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია

დიდთოვლობა იმერეთში – 149 სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია

იმერეთში დიდთოვლობას ებრძვიან – რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა, გადაუღებლად თოვს.

თოვლმა პრობლემები შექმნა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.

ამ დროისთვის გარე სამყაროს მოწყვეტილია 149 სოფელი, 30 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი 237 სოფელი.

მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლებში და ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

კომენტარები