დოვლათი ტოვებს ქალაქს და ქვეყანას, ხოლო მის საპირწონედ ამ დოვლათით გამომუშავებული თანხები ისევ არ ჩანს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ არ არსებობს შრომითი კონტრაქტები, – ამის შესახებ პროტესტის მონაწილე მაღაროელები სოციალურ ქსელში წერენ.
“ამასობაში ჭიათურაში
შიმშილობის, პროტესტის, რადიკალური ფორმებისა და უსამართლო პატიმრობის ფონზე მიმდინარე „მუშა პროცესი“
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასაქმებული მიიღებს ხელფასის 70%-ს, ხოლო დარჩენილი 30% იქნება ბონუსური სისტემის ფარგლებში. ანუ სრული ანაზღაურება — 100% — აღარ არის გარანტირებული, როგორც აქამდე იყო. ეს თანხა უნდა „გამოსამუშაო“, ხოლო მის ზევით შესრულების მიხედვით დაემატება ბონუსი (100%+).
ამასთან, კომპანიას ჯერ კიდევ არ გაუცია სამი თვის სახელფასო დავალიანება — დაახლოებით 60%-ის ოდენობით. აღარც იმ გამომუშავებულ თანხებზეა საუბარი, რომელიც უკვე შესრულებულია. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, მანგანუმი კვლავ მაღალი ინტენსივობით გადის ჭიათურიდან.
რეალობა ასეთია: დოვლათი ტოვებს ქალაქს და ქვეყანას, ხოლო მის საპირწონედ ამ დოვლათით გამომუშავებული თანხები ისევ არ ჩანს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ არ არსებობს შრომითი კონტრაქტები.
და მაინც – როგორ აღდგა ქალაქში და საწარმოში „მუშა პროცესი“?
სოლიდარობა და თავისუფლება: მერაბ სარალიძეს
გიორგი ნეფარიძეს
არჩილ ჭუმბურიძეს
თენგო გველესიანს
შეგახსენებთ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით ბიჭები წინასწარ პატიმრობაში დარჩნენ, შემდეგი სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 2025 წლის 17 ივლისს”, – წერენ მაღაროელები.
კომენტარები