მთავარიახალი ამბებისლაიდი

დღეიდან პენსიონერის პენსია 35 ლარით, დეპუტატის ხელფასი კი 2 910 ლარით გაიზარდა

დღეიდან პენსიონერის პენსია 35 ლარით, დეპუტატის ხელფასი  კი 2 910 ლარით გაიზარდა

დღეიდან პენსია 35 ლარით იზრდება, ასევე დღეიდან, “ქართული ოცნების” ინიცირებული და მიღებული კანონის მიხედვით, დეპუტატების ხელფასი 2 910 ლარით გაიზარდა.
ანაზღაურება ეზრდებათ უმაღლესი თანამდებობის სხვა პირებსაც.
საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის კანონპროექტი 2024 წლის 7 მარტს 77 ხმით მიიღო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი 13 300 ლარი იქნება – მინისტრების, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობისა და უმაღლეყსი საბჭოს თავმჯდომარეების კი 11 305 ლარი.

პარლამენტში ხელფასები ასე განისაზღვრება:

პარლამენტის წევრს, რომელსაც არ უკავია საპარლამენტო თანამდებობა, ხელფასი გაეზრდება 3 626 ლარით და განესაზღვრება 8 250 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 260 ლარით და გახდება 10 000 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 100 ლარით და გახდება 9 500 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 2 910 ლარით და გახდება 9 250 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 460 ლარით და გახდება 9 000 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 950 ლარით და გახდება 8 750 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 760 ლარით და გახდება 8 500 ლარი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი ხარჯი 3.9 მლნ-დან 4.3 მლნ ლარამდე იზრდება. მთავრობის ადმინისტრაციაში, 10.6 მლნ-დან 13.3 მლნ-მდე.

კომენტარები