მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დღეს ქუთაისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს ქუთაისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში მასშტაბური აქცია გაიმართება.

ევროპული მომავლის მცველები მერიის წინ 19:00 საათზე შეიკრიბებიან და ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. შეკითხვას, “ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98,9%-მა დადებითი პასუხი გასცა.

კომენტარები